მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიშამ თავი დაგვანებოს'' ანუ სინდრომი ჯამასპაშვილისა, რომელიც თავისზე მაღალ კაცს...

,,მიშამ თავი დაგვანებოს” ანუ სინდრომი ჯამასპაშვილისა, რომელიც თავისზე მაღალ კაცს ვერ იტანს

Published on

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება საკითხი, რატომ აღაშფოთა რიგი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ხელში პლაკატებმა ,,მიშა, ჩამოდი!”‘ რა დგას ამ აღშფოთების მიღმა, ის, რომ რაც უნდა გაიჭაჭონ, იდაყვს ვერ წაკრავენ ნამდვილ და უპირობო ლიდერს, ის, რომ მშვიდ ძილს ესწრაფვიან და ტკბილ სიზმრებს საკუთარ მნიშვნელობაზე, თუ თენგიზ ჩანტლაძის სკეტჩის ქონდრიკაცი პერსონაჟის ჯამასპაშვილისა არ იყოს, თავისზე მაღალ კაცს ვერ იტანენ

ქეთი ქურდოვანიძე: თუ ეს უშველის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წათრევას, ამ სახელს საერთოდ დავივიწყებ, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამას მიშას ხსენება-არხსენება ოდნავადაც არ განაპირობებს. და თუ ოპოზიციის ნაწილი იმით მემუქრება და მაშანტაჟებს, რომ თუ მიშა იქნება, მე წავალ და ბრძოლის ველზე მიგატოვებო, გამოდის, რომ ბიძინას წასვლის შემდეგ ვაის გავეყრები და უის შევეყრები. ჰოდა, არ მინდა გავხდე ცრუ საქმიანობის თანამონაწილე

თეიმურაზ ზაქრაძე: ტვ პირველზე ჯერ კომკავშირის კრება მეგონა, მერე მყისიერად მივხვდი, რომ ეს იყო პოლიტბიუროს სხდომის რემეიკი, პარტიებმა ბოკერიას თამადობით როგორც კი დაიწყეს ბრძოლა პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის გამიჩნდა ეჭვი და არაერთხელ დავწერე კიდევაც რომ ერთი ოლიგარქის ნაცვლად გვეყოლება კოლექტიური ოლიგარქიული პარლამენტი- პოლიტბიურო. “პოლიტბიურო” პარლამენტი იქნება ისეთივე ჭაობი როგორც იყო, შევარდნაძის დროს, ოცნების დროს და არის ახლაც.. ანუ მთავარი მუხრუჭი რეფორმები რომ არ ჩატარდეს და სისტემა არ შეიცვალოს. ამ ვარიანტში არანაირად სჭირდებათ მიშას რეფორმატორული ენერგია და სწორედ ამიტომაც ეწევიან პირადად მიშას და მისი პარტიის აქტიურ ბულინგს. ასე რომ მიშას ფანებო ისევ თქვენს ხარჯზე ეს კამსამოლ კომუნისტური ოპოზიცია ცდილობს გადაიფორმოს პარლამენტი. მიშამ კი მორიგად აგებს ბრძოლას. არ შეიძლება ერთობა ნებისმიერ ფასად. არ შეიძლება ერთდროულად ორ ურთიერთგამომრიცხავ იდეოლოგიურ სკამზე ჯდომა.

მამუკა ლაფერაშვილი: ვინ უშლის ევროპული საქართველოს წევრებს რომ სახალხო ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, გამოიყვანონ ხალხი? მიშას ბრალია რომ დღესაც მათზე გავლენიანი და პოპულარულია? მაგათ ვატყობ ისე უნდათ,რომ მიშამ უარი თქვას პოლიტიკაზე და ამომრჩეველი გადაულოცოს. ასეთი ქველმოქმედება არ მოსულა პოლიტიკაში. მიტინგზე ამომრჩეველი უნდათ და ის არ უნდათ, ვისაც ეს ამომრჩეველი უჭერს მხარს? მიშას ამომრჩეველი მიდის და ტაშს უკრავს მათ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ მოსწონთ,ხოლო დანარჩენი ოპოზიცია იძახის მიშა ხელის შემშლელი ფაქტორიაო და ჩვენი ამომრჩეველი იმიტომ არ მოდისო, ანუ რა გამოდის, მიშას ამომრჩეველი უფრო შეგნებულად უდგება ერთიანობის საკითხს და ამას თვითონ აღიარებთ. ეგ არის საბაბი და მაინტერესებს, რამდენს გამოიყვანთ?”

,,პირადად მე, ბიძინე მირჩევნია ბოკერიასაც,უსუფაშვილსაც და იმ კინტო ელისაშვილსაც. გამართონ ამ ოთხმა კაცმა, რომელთა გემოვნებაზე უნდა იაროს თურმე დანარჩენებმა და შევიდნენ მერე პარლამენტში.რატომ არ შედიან პარლამენტში მიკვირს. მათ ბიძინასთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ნაცებთან. შევიდნენ , მართონ და დადონ შედეგი.ვშიშობ, მათი შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც ახლა აქვთ, ამ არჩევნებზე.”

ერთიანობას ყველა უნდა გაუფრთხილდეს. მაგრამ თუ აკვირდებით, იმ აქციებზე, ყველაზე ბევრი ვაშაძის, შალვას, ჭიჭინაძის და სხვა პარტიის პარტიული დროშები ფრიალებს და რატომ უნდა გავბრაზდე? არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მიშას პარტიის გარდა ვერცერთს ვერ გამოჰყავს ქუჩაში ხალხი და რა პრობლემაა, თუ ვიღაცამ ქაღალდზე დაწერა მიშა და დაიჭირა ხელში” – წერენ სხვები

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...