მთავარიUncategorizedთამარ ჟვანია გვეუბნება: ,,თქვენი გადაყენებული არ გაიშვას''

თამარ ჟვანია გვეუბნება: ,,თქვენი გადაყენებული არ გაიშვას”

Published on

ცესკო-ში მიმდინარეობს შემაჯამებელი სხდომა, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრევს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს. 

სხდომა პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს მოსთხოვა დაკონკრეტება – რას აჯამებდა, საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. ჟვანიამ გოგორიშვილს არ უპასუხა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწდა, თუმცა მისგან ცინიკური პასუხი მიიღო ,,თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” 

ხმაური “ცესკოში” მიმდინარე სხდომაზე დაიწყო, როცა თამარ ჟვანიამ საჩივრების განხილვისთვის თითოეულ პარტიას 20 წუთი მისცა, რასაც “ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის პროტესტი მოჰყვა.

ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ 20 წუთი გონივრული ვადა არ არის და იმას ადასტურებს, რომ “ცესკოს” თავმჯდომარეს არც ერთი საჩივარი არ აინტერესებს. მე მარტო საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი”, – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.

მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე უპასუხოდ დატოვა “ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვა, რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ  კენჭისყრაზე გაიტანა ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი, რასაც ცესკოს სხდომის მონაწილეთა უმრავლესობა დაეთანხმა. .

მას შემდეგ, რაც ხათუნა გოგორიშვილმა უარი თქვა სხდომის დატოვებაზე, ოთახში დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ტრიბუნასთან მივიდნენ, თუმცა გოგორიშვილს სხდომა ვერ დაატოვებინეს – იგი ხათუნა გოგორიშვილი ამ დრომდე სხდომას ესწრება. 

ცესკო-ს სხდომის პარალელურად პროტესტი მიმდინარეობს ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, მათ მოლოდინი აქვთ, რომ თამარ ჟვანია დღეს ბიძნა ივანიშვილს მიტაცებულ არცევნებს საბოლოოდ გაუფორმებს და ხელს მოაწერს იმ შედეგებს, რაც ოლიგარქს სურს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...