მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია სავარაუდოდ მეორე ტურში მონაწილეობას არ...

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია სავარაუდოდ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს [Video]

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა.

“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოპარა ქართველ ხალხს მომავალი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინეტერესებს ხალხის აზრი და ბედი, მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი, მან იცის მხოლოდ ერთი ენა – რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები, რომელთა მოსყიდვა და დაშინება მას არ გაუჭირდება. ალბათ ერთი 20- 30 წლის მერე თავზე დაგვასვამს თვის ერთ-ერთ შვილს. ასე რომ, ჩვენ სხვა იარაღი გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ახლა, შემდეგ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი არ გამოვა. ისინი არჩვნებამდე გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ ჩვენ ხმებს მოგცემთ თქვენ, მაგრამ ეს ხმები თქვენ უნდა დაიცვათ. ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს იმის უფლებას, რომ საბოლოოდ დასაამაროს სახელმწიფოებრიობა და საქართველო გახადოს რუსეთის გუბერნია. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს.”- განაცხადა ჯალაღონიამ. რაც შეეხება კითხვას, მეორე ტურთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მეორე ტურში მოგება იმ პირობებში, რა პირობებშიც ატარებს მას ცესკო და რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, მას ეს გამარჯვება გაუჭირდება. მალხაზ ჯალაღონიას თმით, დეტალებზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს, თუ რა ფორმით იქნება ბრძოლა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...