მთავარიUncategorized,,მოძალადე აღარავის დასჭირდება ამ ქვეყანაში" - განაცხადა გიგი უგულავამ ზუგდიდის პირველ საარჩევნო...

,,მოძალადე აღარავის დასჭირდება ამ ქვეყანაში” – განაცხადა გიგი უგულავამ ზუგდიდის პირველ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ [Video]

Published on

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმა ზუგდიდის ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე პირველ საარჩევნო უბანზე მისცა. მისი თქმით, ქვეყანას განვითარების გზაზე გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

“ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე. ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მხარეს, ასეთი ნამდვილად იქნება “ევროპული საქართველო”.

ასევე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდში აშენდეს პორტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა. ასევე, ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველობა”, – აღნიშნა უგულავამ. 

ხმის მიცემის შემდეგ გიგი უგულავამ საჯარო მოხელეები გააფრთხილა, რომ ისინი დაისჯებიან კანონით, თუ მოახდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

“როცა მილიარდერი მართავს ქვეყანას და 3 დოლარით არის გაზრდილი პენსია, სულ ფეხებზე ჰკიდია ეს ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი. მოვა და მისცემს ხმას ოპოზიციას, იმიტომ რომ უნდა გარდამტეხი ცვლილებები. 

ერთ ერთ უბანზე კონცენტრაციაა მოძველბიჭო და კრიმინალური ელემენტების, სადაც ჩვენი დამკვირვებლების სასახელოდ უნდა ითქვას რომ კუდით ქვა ასროლინეს, ასე მოუვა ყველა მოძალადეს, რომელიც ფეხს გამოყოფს და სოროდან გამოძვრება, როცა ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს, ასე სუსის და პოლიციის მოქსევით მოვლენ, მინდა გავაფრთხილო ყველა საჯარო მოხელე მეგობრებო, მუდმივი არაფერი არ არის, დაიცავით კანონი და თქვენ არაფერი არ შეგეხებათ, ყველა ვინც დღეს “თავს გამოიჩენს”იქნება, დამახსოვრებული აღრიცხული და მერე ნურავის ნუ გაუკვირდება რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოგეთხოვებათ.

მთავარია რომ ხელისუფლება იცვლებოდეს არჩევნებით და ეს მონსტრების კორპორაცია, რომელიც დაბუდდა ვიღაცას საჯარო მოხელე ჰქვია, ვიღაცას მოსამართლე ვიღაცას ნოტარიუსი, თქვენ აკეთეთ თქვენი საქმე, ჩვეულებრივი პენსიონერების მოქალაქეების ტერორიზების უფლებას არავინ არ მოგცემთ. მოძალადე აღარავის დასჭირდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...