მთავარიUncategorizedგავიმარჯვეთ თბილისში, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში - ზაალ უდუმაშვილი

გავიმარჯვეთ თბილისში, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში – ზაალ უდუმაშვილი

Published on

ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში – ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი. 

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში – “ქართული ოცნება” გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს – ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა თბილისელი მხარდამჭერები 7 საათზე რუსთაველის გამზირზე მიიწვია, რათა რვა საათზე ერთად იზეომონ გამარჯვება. 

შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია და თბილისში, სულაც მეორე ადგილზე  გავიდა, სტატუსი გამოაქვეყნა ასევე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.  

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათი დარჩა, ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით კი ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.  

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...