მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ზუგდიდის 46-ე საარჩევნო უბანზე კანოდარღვევა დაფიქსირდა...

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ზუგდიდის 46-ე საარჩევნო უბანზე კანოდარღვევა დაფიქსირდა [Video]

Published on

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ზუგდიდის 46-ე საარჩევნო უბანზე კანოდარღვევა დაფიქსირდა.მისი განმარტებით, უბანზე შესულებს ბიულეტენები იატაკზე დაყრილები დახვდათ.დონაძე ვარაუდობს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ბიულეტენი შესაძლოა არჩევნების გასაყალბებლად გამოეყენებინათ.

“საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კიმისიების ტექნიკური აღჭურვა ვერ უზრუნველყო. როდესაც ჩვენ შემოვლაზე ვიყავით და მოვედით 46-ე საარჩევნო უბანზე იმისთვის, რომ დავკვირვებოდით, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები ვნახეთ, რომ ბიულეტენები იატაკზე ეყარა.ის არ იყო დაცული, ჩაკეტილი და ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ ადამიანს, ამომრჩეველსაც და კომისიის წარმომადგენელსაც. კანონმდებლობით კი ბიულეტენი დაცულ ადგილას უნდა ინახებოდეს, რომელიც უნდა იყოს ჩაკეტილი და რომელზეც ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს კომისიის თავმჯდომარის გარდა არავის.ჩვენ სასწრაფოდ, ჩვენი ძალისხმევით ვაიძულეთ კომისის წარმომადგენელი, რომ მოგვეთავსებინა ე.წ ტუმბოში რომელიც იკეტება. ეჭვი არის ის, რომ ეს ბიულეტენები შესაძლოა გაყალბებისთვის გამოეყენებულიყო , მეორე ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ამ ყველაფრისთვის მოუმზადებელი იყო” – ბესიკ დონაძე

ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში იყო, ფაქტს არ უარყოფს 46-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ფანგანი.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენებს ვერავინ აიღებდა, რადგანაც პერიმეტრს აკონტროლებდა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...