ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ განაცხადა, რომ უბნებზე მასიურად უკრძალავენ ენმ-ს წარმომადგენლებს ვიდეოგადაღებას. ასევე მისი თქმით, “ქართული ოცნებისგან” კაზინო “ვეგასის” თანამშრომნლებს დავალება აქვთ, რომ განახორციელონ კარუსელები ზუგდიდის უბნებზე : ” ესენი არიან გია კვირტია და გიორგი სალია, ამ ადამიანებს ექნებათ სპეციალური სამკაულები ხელზე, მაგალითად ბეჭდები, რომლებიც იციან “ქართული ოცნების” კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა იციან, რომ არ უნდა მივიდნენ ჩვენი კომისიის წევრებთან და მივიდნენ ამ ადამიანებთან. მათ იციან ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ისინი აგებენ არჩევნებს, ესენია: ფაიფურის უბნები, მე-6, 77-ე, 27-ე, 37-ე, 21-ე, 87-ე, მე-9, 57-ე და 106-ე უბნები” – განაცხადა ანი წითლიძემ და ასევე ჟურნალისტებს ფოტომასალაც წარუდგინა.
ენმ-ს წარმომადგენლებს უბნებზე ვიდეოგადაღების უფლებას არაძლევენ, ასევე აპირებენ კარუსელების მოწყობას – ანი წითლიძე [Video]
Published on