მთავარისიახლეებიპოლიტიკაბადრი ჯაფარიძე: უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაგრამ საჭიროა, ეს დამარცხება...

ბადრი ჯაფარიძე: უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაგრამ საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯერებელი

Published on

უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაგრამ საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯერებელი – არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.

მან მოუწოდა ამომრჩევლებს, დარჩენილი ორი საათის განმავლობაში მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მისცენ ხმა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და მხარდამჭერებმა დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ჩვენ ძალიან კარგი გამოცხადება გვაქვს არჩევნებზე. ცხადია და უკვე ნათელია, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მხარდამჭერებს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯარებელი და იმისთვის, რომ ისინი გახდნენ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. გახდით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ამ წუთამდე არ იყო საარჩევნო უბნებზე, გთხოვთ, მიხვიდეთ და მისცეთ ხმა თქვენი ოჯახების, თქვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ნათელია, რომ ჩვენმა ერმა კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არის დარღვევები რიგ საარჩევნო ოლქებში.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, ყველა დარღვევა იქნას სათანადოდ აღრიცხული და ვამხილოთ დამრღვევები – ეს არის ჩვენი პასუხი იმ სამწუხარო დარღვევებზე, რომელიც ინსპრირებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ. არ უნდა დავუშვათ არც ერთი ხმის მოპარვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება დამაჯერებელი იყოს და ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...