მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოვიდინფექცია 26 პირს დაუდასტურდა

ზუგდიდში კოვიდინფექცია 26 პირს დაუდასტურდა [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 პირს კოვიდინფექცია აღმოაჩნდა.

აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 12 შემთხვევაა ფოთში, 6 შემთხვევა სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა. 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.

გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალბატონს თანმდევი დაავადებები ქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...