მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალმა, სადაც რამდენიმე დღის წინ თავდასხმა მოხდა, მუშაობა...

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალმა, სადაც რამდენიმე დღის წინ თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა [Video]

Published on

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ცენტრალურმა ფილიალმა  6 დღიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. ბანკი, რომელშიც 21 ოქტომბერს შეიარაღებული თავდამსხმელი შევიდა და  მძევლები აიყვანა, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში  “საქართველოს ბანკის” ფილიალში  შეიარაღებული თავდამსხმელი   შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა. მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია 3 მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით – 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.თუმცა, გუშინ ეს მუხლები გადაკვალიფიცირდა და ძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...