მთავარისიახლეებისაზოგადოებაბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველებმა მუშაობა გვიან ღამით დაასრულეს

ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველებმა მუშაობა გვიან ღამით დაასრულეს [Video]

Published on

სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა, გვიანობამდე გაგრძელდა.  ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. გაიჩხრიკა ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელი სახლებიც.ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები და ნათესავები მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მათ შორის მამა და ორი ძმა. მათ პოლიცია გვიან ღამით უკომენტაროდ დატოვეს.

32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები ყველა მიმართულებით ეძებენ. წუხელვე ჩატარდა ჩხრეკა ესებუას ნატსავის სახლშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაადასტურა, რომ ესებუა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ესებუას იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა. მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღიდან მიმდინარეობდა ღონისძიებები ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. შსს-ს განცხადებით, ესებუას ვინაობას არ ასაჯაროებდნენ და არც ადასტურებდნენ, რადგან არ სურდათ, საგამოძიებო მოქმედებებისთვის შეეშალათ ხელი. ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ ესებუა დაკავებული ჰყავდათ და გაექცათ, სიცრუეა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბადრი ესებუა, რომელიც შსს-მ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელად დაასახელა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება გადაკვალიფიცირდა და ტერორიზმის მუხლით მიმდიანრეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 შს მინისტრის მოადგილემ უპასუხა კითხვას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის შესახებაც. ბორცვაძემ არც დაადასტურა და არც უარყო, მთავარი არხის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი ესებუას თანამზრახველია და განაცხადა, რომ მასთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ჩატარდება. 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...