მთავარიUncategorizedიყო თუ არა წარმატებული ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია - შეფასებები

იყო თუ არა წარმატებული ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია – შეფასებები [Video]

Published on

ზუგდიდში 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკის” ფილიალში განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა.

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის, რომ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი თავდამსხმელი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის, ჩატარებული სპეცოპერაციის მარცხს ნიშნავს. 

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი კი  სპეცოპერაციის პირველ ნაწილს წარმატებულად მიიცნევს და აცხადებს, რომ მეორე ნაწილი, ანუ სამძებრო სამუშაოებიც წარმატებით დასრულდება და დამნაშავეს დააკავებენ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში დღის საათებში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მას თავიდანვე ქონდა ულტიმატუმი ხელისუფლებასთან, ის ითხოვდა ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს, ასევე უსაფრთხოების დერეფანს და ვერტმფრენს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სულ 19 მძევალი ყავდა თავდამსხმელს, თუმცა, სპეცოპერაციის შემდეგ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 43 მძევალი იმყოფებოდა ბანკის შენობაში და ყველა მათგანი  უსაფრთხოდ გათავისუფლდა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...