მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? გუშინ გამოჩნდა, რომ...

მიხეილ სააკაშვილი: „რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? გუშინ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს – საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი [Video]

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, ზუგდიდში მომხდარი მოვლენების შედეგად, სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურდა.

როგორც მან საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა, საქართველოში მოქალაქეებს აქვთ სრული დაუცველობის განცდა.

„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით”, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

„გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” მრავალათასიანი აქცია, სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. “მარშუტკა” არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად ურო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ ამას ყველანი ერთად არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...