მთავარიUncategorized,,ოცნება" ჟურნალისტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება

,,ოცნება” ჟურნალისტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება

Published on

ირაკლი კობახიძემ მთავარი არხი და ტვ პირველი დღეს რუსულ არხებად “გლავკანალად” და “პერვიკანალად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძველების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა სცადეს ეს სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი – თქვა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

შსს კი მედიას სიგნალის გათიშვით ემუქრება. . როგორც საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ აღნიშნა, თავდამსხმელის პირდაპირ ეთერში ჩართვით, საფრთხე შეექმნა მძევლებს და სპეცოპერაციის მიმდინარეობას. საბანაძე მედიას პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვით დაემუქრა და ეს ყველაფერი უსაფრთხოების მოტივით ახსნა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...