მთავარიUncategorizedმთავარი არხის ექსკლუზივი: პირველი კადრები მძევლების ოთახიდან - თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

მთავარი არხის ექსკლუზივი: პირველი კადრები მძევლების ოთახიდან – თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

Published on

ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების შუამავლობით ტელევიზიებს, მთავარ არხსა და ფორმულას, დაუკავშირდა და მოთხოვნები წამოაყენა. ის ნახევარ მილიონს დოლარს, შეუიარაღებელ მომლაპარაკებელსა და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ვიდეოზარით მძევალი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ტელეკომპანია მთავარ არხს და აჩვენა სიტუაცია ოთახში. კადრში ჩანს შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი პირი და 18 ადმიანი, რომელიც იატაკზე ზის. კადრების მიხედვით, არცერთ მათგანი დაჭრილი არ არის.

გამტაცებელი ითხოვს ნაღდი ფულის ადგილზე მიტანას და თვითმფრინავს ადგილის დასატოვებლად, ან მანქანას, რომლითაც მძევლებთან ერთად ფიქრობს წასვლას. მოთხოვნების გაჟღერებას გამტაცებელი მძევალს ავალებს

მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ზუგდიდში, ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “ამბობს, რომ მძევლად 19 ადამიანი აყვანილი.

,,შენობაში ერთ ოთახში ვიმყოფებით 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 ათას დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია – ამბობს იგი

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...