მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების ორმაგი სტანდარტები ხალხმრავალ აქციებთან დაკავშირებით

ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები ხალხმრავალ აქციებთან დაკავშირებით

Published on

  ხალხმრავლობას ბათუმში ენმ – ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხელისუფლების მხრიდან პარტიის მძაფრი კრიტიკა მოყვა, ხელისუფლება საუბრობს საფრთხეზე, რომელიც კორონავირუსის პირობებში შეექმნა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს, რომელთა დიდ ნაწილს არ ეკეთა ნიღბები და არ იყო დაცული დისტანცია.

აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი – განმარტავენ პარტიაში.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ ბათუმში, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. თერმოსკირნინგის აპარატები იყო, ასევე პირბადეები რომელიც რიგდებოდა, მაგრამ, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში.

,,მიუხედავად იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. მაგრამ, ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს კითხვები ჩვენ აქციებთან დაკავშირებით.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ და ვერც ძალიან სწრაფ ცვლილებებს დავიწყებთ, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე უნდა წამოაყენოს“,-განაცხადა .ზაალ უდუმაშვილმა

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე სამარცხვინო იყო, ვინაიდან პანდემიის ფონზე მათ არაერთი მასობრივი შეკრება მოაწყვეს.

„სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე იმ ფონზე, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ. თუნდაც ივნისში, რაც ხდებოდა კიკვიძის ბაღში. ასევე, გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღე წესების დაცვის გარეშე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...