მთავარისიახლეებიეკონომიკასაარსებო მინიმუმის სექტემბრის მონაცემები: საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 162.9...

საარსებო მინიმუმის სექტემბრის მონაცემები: საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 162.9 ლარი, ამა ქვეყნის ძლიერთათვის – მილიონები

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის მონაცემები განაახლა. 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 308.6 ლარია, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 2.8 ლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის თვეში სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

  • შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 184 ლარი
  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 162.9 ლარი
  • საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 308.6 ლარი
  • ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 260,7 ლარი
  • სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 293,3 ლარი
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 325,9 ლარი
  • ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 366,6 ლარი
  • ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 433,4 ლარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება სხვაობა 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...