მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“ საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი...

სამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“ საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გამართა [Video]

Published on

სამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“ საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქის  ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე თვის წინ ისინი ამ ადგილა ს ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ და დღეს იგივე მოთხოვნა აქვთ ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ  ოკუპირებულ გალის რაიონში, 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს არის გადაღებული, ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვის მიზეზით დაკავებულ, ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...