მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში ქვიშის ქარის გამო მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

ანაკლიაში ქვიშის ქარის გამო მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს [Video]

Published on

მოსახლეობა ანაკლიას ტოვებს. მიზეზი ზღვის ფსკერიდან ამოღებული ქვიშა და ამის გამო გაჩენილი  ქვიშის   ნისლია. მათ, ვინც პორტთან ახლოს ცხოვრობს, სახლების დატოვება  დღეს, გამთენიისას, მოუწია.

მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით  ქვიშა ამოიღეს. ახლა ის დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზეა დასაწყობებული და 10 ჰექტარ ტერიტორიაზე დაყრილი. ქარიანი ამინდის დროს კი, ზღვისპირა ანაკლიაში გაჩერება შეუძლებელია და მოსახლეობას სახლების  იძულებით დატოვება უწევს.

ჯავშნებს აუქმებენ დამსვენებლებიც, ზიანდება საცხოვრებელი სახლები და მოსავალი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება ქვიშიანი ტერიტორიის ჰუმუსოვანი მიწით დაფარვას  დაპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. ანაკლიის მოსახლეობა აქციებით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა. პორტის მშენებლობა ჩავარდა. კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

სიახლეები

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...