ზუგდიდში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა [Video]

0
374

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 178  ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან კოვიდინფექცია 10  ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა.  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, 7 ინფიცირებულიდან 3 არის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი. ასევე 3 პირი არის „შპს გორგიას“  სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტი. ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც მუშაობდა ზუგდიდი-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსზე. თორიას ინფორმაციით,მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  180  მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71  კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ამასთანავე 3 შედარებით დამძიმებული პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. ფოთის საავადმყოფოში 19  კოვიდპაციენტი მკურნალობს და  სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.

წინა სტატიავირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?
შემდეგი სტატია,,ამ პოლიტიკური თეატრის გამო მისი თანმხლებნი შესაძლოა ავად გახდნენ, დაიღუპონ. ეს სიგიჟეა”- ექიმები ტრამპს კლინიკის დატოვებისთვის აკრიტიკებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური