მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 941 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედად კოვიდინფექცია 32 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 28 ახალი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. აქედან  17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი,  1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში.  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. 2 შემთხვევაა  ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.  თორიას ინფორმაციით,მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  162 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 145 ადამიანი

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...