მთავარისიახლეებიპოლიტიკასაუბნო კომისიები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით დააკომპლექტეს - ენმ

საუბნო კომისიები “ქართული ოცნების” მხარდამჭერებით დააკომპლექტეს – ენმ [Video]

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია პროკურატურას საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული თავმჯდომარეების, მდივნებისა და მათი მოადგილეების კორუფციული საქმიანობის შესწავლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს ჟურნალისტებს იმ კომისიის წევრების სახელობითი სია წარუდგინა, ვისი არჩევის შესახებაც პარტიამ, როგორ წითლიძე ამბობს, თავიდანვე იცოდა.  მათ შესაბამისი წერილით საოლქო კომისიას 30 სექტემბრამდე მიმართეს და ეს სიებიც  გადასცეს. ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისიებში არჩეული არიან ააიპ-ის თანამშრომლები და ასევე საჯარო მოხელეების ნათესავები, რომლებიც ქართული ოცნების დავალებებს ასრულებენ, რაც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ერთ-ერთი ასეთია საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი კომისიის წევრი დარეჯან ნემსაძე მე-3 უბანზე, რომელიც წარმოადგენს შპს “ზუგდიდდასუფთავებას” და “სუფთა ქალაქს”. მას, ანა წითლიძის განმარტებით მოგებული აქვს 500 ათაზე მეტი მოცულობის ტენდერი და ასევე შ.პ.ს. “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” ყოფილი ხელმძღვანელის, ბადრი ნემსაძის ოჯახის წევრია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ენმ-ს ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ უკანონოდ არც ერთი კომისიის წევრი არ არჩეულა.

პარტიის საარჩევნო შტაბი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. შეგასხენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საუბნო კომისიების მიკერძოებით შერჩევის გამო პრეტენზიით საოლქო საარჩევნო კომისიას 29 სექტემბერსაც მიმართა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...