მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ თარგამულში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა დაიწვა

სოფელ თარგამულში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა დაიწვა [Video]

Published on

სოფელ თარგამულში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობას ხანძარი გაუჩნდა. შენობაში 4 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და ხანდაზმულები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, მათი თქმით, სახანძრო სამსახურმა მოსვლა დააგვიანა, რის მიზეზადაც უგზოობას ასახელებენ. ,,ცეცხლი სახურავზე გაჩნდა, თან ქარი იყო, სახანძრომ 38 წუთი დააგვიანა, იმიტომ რომ გზები არ არის, გადაკეტილია, საცობებია და მთლიანად დაიწვა შენობა, არაფერი არ გამოუტანიათ, ვერ მოასწრეს. ძველი შენობა იყო და გაყვანილობაც ძალიან ძველია, ღია ცის ქვეშ დარჩნენ,,- უთხრა “ოდიშინიუსს,, ზაურ გვასალიამ. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცეცხლის კერების დამუშავება. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს გაეწევათ როგორც ერთჯერადი დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით.

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...