მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ს კანდიდატმა ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ენმ-ს კანდიდატმა ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო [Video]

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ აქტიური საარჩევნო კაპმანია დაიწყო. დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა წარუდგინეს. მალხაზ ჯალაღონიამ, რომელიც პროფესიით ექიმია და პოლიტიკასთან შემხებლობა არასდროს ქონია, განაცხადა, რომ სწორედ ახლა დგას ის დრო, როცა ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა. მან ზუგდიდელებს პარტიის პროგრამა და პრიორიტებები გააცნო. მთავარი მის გზავნილებში განათლება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწრაფვაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობამ, რომელმაც ვერ შეასრულა დანაპირები, აუციელბლად უნდა წავიდეს და მათ სჯერათ, რომ ქვეყნის მომავალი ნაციონალური მოძრაობის ხელშია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი 23 სექტემბერს წარადგინა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...