მთავარიUncategorizedენმ და გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საუბნო კომისიებში პოლიტიკური ნიშნით წევრების არჩევას აპროტესტებს...

ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საუბნო კომისიებში პოლიტიკური ნიშნით წევრების არჩევას აპროტესტებს [Video]

Published on

ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია დღეს დაგეგმილ საუბნო სარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების  და მდივნების არჩევას უნდობლობას უცხადებს. ზუგდიდის 67_ ე საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს გაერთიანევული იპოზიციის წარმომადგრნელმა ცესკოდან განცხადებით მიმართა, როგორც კობა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  ეს თანამდებობები წინასწარ არის განაწილებული ,,ქართული ოცნების,,  ცენტრალურ შტაბში, შედგენილია სიები,  ოლქის მიერ არჩეული თითქოსდა დამოუკიდებელი კომისიის წევრები წინასწარ არიან დაუწყებული ორგანიზებულად, კონკრეტულ პიროვნებებს მისცენ ხმა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საოლქო კომისიას იმ პირების სია წარუდგინა, ვინც დღეს უბნების მიხედვით თანამდებობებზე დაინიშნება. ისინი ითხოვენ საუბნო კომისიებიდან მიღებული სიებისა და მათი სიების შეჯერებას და ფაქტებზე რეაგირებას. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. მირანდა მესხის თქმით, საუბნო კომისიების წევრების პოლიტიკური იდენტობის განსაზღვრა მათი ფუნქცია არ არის და წევრები კანონის სრული დაცვით ირჩევა.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...