მთავარისიახლეებიკონფლიქტებიილჰამ ალიევი - სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის...

ილჰამ ალიევი – სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ

Published on

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს აზერბაიჯანის ამოცანას და ბაქო არ დათანხმდება მის სანახევროდ გადაწყვეტას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ისინი არ დაუშვებენ „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე.

„ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის, ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ. არაერთხელ მითქვამს, რომ არასოდეს დავუშვებთ მეორე, ასე ვთქვათ, „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“ – განაცხადა ალიევმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...