მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

ზუგდიდში კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა. სულ  სამეგრელო-ზემოს სვანეთის  მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში  728 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით,  სამეგრელოს მასშტაბით კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც  14  იმ ორი შემთხვევის კონტაქტია, რომელიც გუშინ „ოქროს ბირჟასა“ და ეკლესიაში მომუშავე ქალბატონთან დაფიქსირდა.

ამასთანავე, თორიას განცხადებით, გამკაცრდება ზედამხედველობა ბაზრობების, სუპერმარკეტების, მარკეტების და სხვა დაწესებულებებში. რომელთაც მონიტორინგს შესაბამისი უწყებები გაუწევენ. ასევე თორია  მუნიციპალიტეტის და რეგიონის ყველა მოქალაქეს, მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ახალ შემთხვევებს შორის არიან მცირეწლოვანებიც. ინფიცირებულები გადაყვანილნი არიან რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...