მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

Published on

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

მარიამის ამქვეყნად მოვლინებას ეხება იაკობის სახარების რამდენიმე თავი, რომელიც მგვითხრობს როგორ იშვა მარიამი

აპოკრიფის თანახმად, იოაკიმე საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო ისრაელის თორმეტ ტომში და მოწყალებასაც ორმაგად გასცემდა. ერთხელაც უთხრეს, რომ უშვილობის გამო არ ჰქონდა უფლება, ტაძარში პირველს მიეტანა შესაწირი. ძველი ებრაული ტრადიცია მიიჩნევდა, რომ წყვილზე, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, ღმერთი იყო გამწყრალი. დამწუხრებული იოაკიმე უდაბნოში განმარტოვდა ისე, რომ თავის მეუღლეს ანნას არც დამშვიდობებია. უდაბნოში ორმოცი დღე მარხულობდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ლოცვა იქნებოდა მისი საკვები და წყალი მანამ, სანამ ღმერთი მის გულისტკივილს არ შეისმენდა.

ანნაც გლოვობდა ორი მიზეზის გამო, ქვრივი რომ იყო და ამასთან, უშვილოდ დარჩენილი. ერთ-ერთ მსახურ ქალთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, ანნამ გადაწყვიტა სამგლოვიარო ტანსაცმელი გაეხადა და თავისი ქორწილის კაბა ჩაეცვა. შემდეგ ბაღში გავიდა სასეირნოდ და დაფნის ხესთან ჩამოჯდა. ზემოთ აიხედა და დაინახა, რომ ხეზე ბეღურებს ბუდე მოეწყოთ. ანნა მწარდე ატირდა და ღმერთს სთხოვდა შეწყალებას, ისევე როგორც ძველად სარა შეიწყალა და ნუგეშად ისააკი მოავლენინა.

მოულოდნელად უფლის ანგელოზი გამოჩნდა და აუწყა,  რომ გააჩენდა ბავშვს, რომლის შესახებაც მთელი დედამიწის ზურგზე ილაპარაკებდნენ. ანგელოზი იოაკიმესაც გამოეცხადა და უთხრა, რომ შინ დაბრუნებულიყო, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა და ანნამ მუცლადიღო. ანნამ შინ მომავალი მეუღლე რომ დაინახა, გაიქცა და ყელზე შემოეხვია.

ცხრა თვის შემდეგ მათ გოგონა შეეძინათ და მარიამი დაარქვეს. როცა ბავშვი ექვსი თვის გახდა, დედამისმა ფეხზე დააყენა, რომ ენახა, შეძლებდა თუ არა სიარულს. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის მკერდს მიეკრა. ანნამ მარიამი ხელში აიყვანა და განიზრახა, რომ სანამ ბავშვს ტაძარში არ მიიყვანდნენ, მანამდე მიწაზე აღარ გაატარებდნენ. მარიამს საძინებელი ტაძარივით მოუწყეს, რომ შიგნით უწმინდური არაფერი შესულიყო.

მარიამი ერთი წლის რომ შესრულდა, დიდი დღეობა გადაუხადეს და მთელი ერი და სამღვდელოება დაპატიჟეს. მღვდლებმა ღვთისმშობელი შემდეგი სიტყვებით დალოცეს: „ღმერთო წინაპართა, დალოცე ეს ბავშვი და მარადიული დიდება მიანიჭე მის სახელს მომავალ თაობებში!“

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...