მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალდებებს უყენებს

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალდებებს უყენებს [Video]

Published on

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალდებებს უყენებს. პარტიაში ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” დამატებით შტაბად გადაიქცა, რადგან ყველა ნეიტრალური კომისიის წევრად, მათი მტკიცებით, აირჩიეს პიროვნებები, რომლებიც არიან დაკავშირებულები „ქართულ ოცნებასთან“, ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები, მერიის ააიპ-ების  თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. როგორც კომისიის წევრი “ევროპული საქართველოდან” ბესიკ დონაძე ამბობს, ეს პირები “მონური მორჩილებით” მმართველი გუნდის ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს უპასუხა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. მისი თქმით, წევრების არჩევსას პრიორიტეტი მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაკეთდა.

რაც შეეხება მათ კავშირებს საჯარო სამსახურთან, მესხი ამბობს, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები ცეესკოსთვის საინტერესო არ არის.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...