მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ "კანონის ტიტანს" გლოვობს

აშშ “კანონის ტიტანს” გლოვობს

Published on

აშშ-ს საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც საელჩოში აცხადებენ, ისინი გლოვობენ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ქვეყნის ისტორიაში.

“ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. […] უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში”, — აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, ფემინისტი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის პანკრიასის კიბოს ებრძოდა.

თავისი საქმიანობით ის ლიბერალიზმისა და ფემინიზმის სახედ იქცა, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. მას “კანონის ტიტანსაც” უწოდებდნენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...