მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მოსახლეობამ ნაგავსაყრელზე არსებული ანტრისანიტარიის გამო საპროტესტო აქცია გამართა

ზუგდიდში მოსახლეობამ ნაგავსაყრელზე არსებული ანტრისანიტარიის გამო საპროტესტო აქცია გამართა [Video]

Published on

ზუგდიდში მოსახლეობამ ნაგავსაყრელზე არსებული ანტრისანიტარიის გამო საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებმა გზა გადაკეტეს და ნაგვით დატვირთული ,,ზუგდიდდასუფთავების,, მანქანები არ გაატარეს. აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და მისი შემოგარენის სპეციალური ხსნარით დამუშავება არ ხდება, რაც ქმნის ანტისანიტარიას. აქციის მონაწილეებმა დაპირება მიიღეს, რომ სამშაბათს მათ ნაგავსაყრელის მყარი ნარჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელი შეხვდებოდა, ამიტომ ადგილობრივებმა გზა მალევე გახსნეს, თუმცა აქციებს აანონსებენ. ” აქ სრული ანტისანიტარიაა, ბუზებით სავსეა, უპატრონო ძაღლები, სუნი, ყველაფერი გვაწუხებს და არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, არ იწამლება ტერიტორია, წესები არა აქვთ დაცული მანქანებს, ისე მიაქვთ ნაგავი და უკვე აუტანელია ეს ყველაფერი. სამშაბათიო გვითხრეს და ვნახოთ, დაველოდებით სამშაბათს და თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მთელი სოფელი გამოვა და გადავკეტავთ ცენტრალურ გზას”- უთხრეს “ოდიშინიუსს” აქციის მონაწილეებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...