მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში, "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა [Video]

Published on

ზუგდიდში, “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა. მამუკა ხაზარაძესა და მის თანაპარტიელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა. როგორც ისინი ამბობენ, ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ და მამუკა ხაზარაძე, მათი მტკიცებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა. ასევე მათ ხაზარაძესთან, როგორც ბანკირთან ჰქონდათ პრეტენზიები.”ლელოს” წარმომადგენლებმა მათ რუსული ნარატივის გამტარებლები უწოდეს. ინციდენტი ღონისძიების დაწყებამდე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში ოფიციალურად წარადგინეს. ალექსანდრე ახვლედიანი საზოგადოებას მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა.  ლელო რეგიონებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...