მთავარისიახლეებისაზოგადოებასისხლიანი, ჯგუფური დაპირისპირება ზუგდიდში - 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

სისხლიანი, ჯგუფური დაპირისპირება ზუგდიდში – 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა [Video]

Published on

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში – 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თავის არეში ტრამვა აქვს მიყენებული, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ შეიყვანა. როგორც ჟურნალიტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებულ პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმის ინფორმაციით, პაციენტი არის კომატოზურ მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორჟონია არ აკონკრეტებს თუ რა საგნით აქვს მას ჭრილობა მიყენებული, მისი თქმით, ეს გამოძიების საქმეა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ზუგდიდში ერთ-ერთ თხილის ქარხანაში მოხდა. ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში სისხლიანი დაპირისპირების, ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტებმა  იმატა და ეს პირველი შემთხვევა არ არის არც რეგიონში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მინდინარეობს.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...