სოფელ ნაცატუს მოსახლეობა, რომელიც მერიასთან იმყოფებოდა, ამ წუთებში აქციას პოლიციის სამმართველოსთან მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ისინი დღეს დილით დაკავებული თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ დილიდან მართავს აქციას ნაცატუს მოსახლეობა გზის მოთხოვნით. მათ გადაკეტილი ქონდათ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზა და მოძრაობა პარალიზებული იყო. დაკავება მაშინ მოხდა, როცა პოლიცია გზის გახსნას ცდილობდა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავასთან. ვიცე-მერმა მათ განუმარტა, ამ ეტაპზე მხოლოდ მოხრეშვითი სამუშაოებია დაგეგმილი, ხოლო გზის მოასფალტება მხოლოდ 2021 წლიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები აცახდებენ, რომ გზაზე ვერც მანქანა გადის და ვერც ქვეითი, ბავშვები სკოლაში ვეღარ წავლენ.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა
რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...
სიახლეები
ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...
საზოგადოება
flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ
ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...
საზოგადოება
შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,...