მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია ,,პროგრესი და თავისუფლება'' შეუერთდა საარჩევნო...

კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია ,,პროგრესი და თავისუფლება” შეუერთდა საარჩევნო ბლოკს ,,ძალა ერთობაშია”

Published on

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია პროგრესი და თავისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშია შეუერთდა. ოქრიაშვილის თქმით, აქამდე პოლიტიკაში ის დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, ხოლო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მხოლოდ მოკავშირეების ურთერთობა იყო.

“მე წარმოვადგენ პარტია პროგრესი და თავისუფლებას, ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს ძალა ერთობაშია. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია, პროგრესი და თავისუფლება იქნება გარანტი, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო.

მინდა გითხრათ, რომ მე პოლიტიკაში მოვხვდი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. ყოველთვის ვგრძნობდი ამ დამოუკიდებლობას და ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან მაკავშირებდა რამე, ამას უფრო დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას”. – ამბობს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

კახა ოქრიაშვილის თქმით, ის კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად იყრის დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში.

“ვაპირებ მაჟორიტარ დეპუტატობას. კენჭს ვიყრი დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში, ვიყრი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან”. – აღნიშნავს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილმა ქართული ოცნება 10 აგვისტოს დატოვა. მან ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია პროგრესი და თავისუფლება დაარსა.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წელს ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების დახმარებით გახდა. 2008 და 2012 წლებში ის საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ხოლო 2004 წელს – საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...