მთავარისიახლეებისაზოგადოება„დარეკე! დაუბარე!"- ზუგდიდში ზვიად კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„დარეკე! დაუბარე!”- ზუგდიდში ზვიად კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ზვიად კვარაცხელიას ახალი წიგნის –  „დარეკე! დაუბარეს!“  პრეზენტაცია გაიმართა. „დარეკე! დაუბარე!“ დოკუმენტური ნოველების, ჩანაწერებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულია. თითოეულ წერილს თუ ნოველას ჰყავს თავისი პერსონაჟი – საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მწერლები, მოღვაწეები თუ ყველასთვის უცნობი, უჩინო ადამიანები. ამ წიგნში გაცოცხლებული საზოგადოება ერთგვარი „იდეალური მოდელია“, რომლის მეშვეობითაც ზვიად კვარაცხელია მკითხველში იმედს აღვივებს – პიროვნული შესაძლებლობების, თავგანწირვის, სიყვარულის იმედს.“

ზვიად კვარაცხელიას გამოქვეყნებული აქვს ნოველებისა და მინიატურების კრებულები: „მარჯვე ნა“ (2005 წ.), „ქარაგმა“ (2006 წ.), „ჰაე” (2008 წ.), „ყიფლიბანდი” (2012), მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება „ილია სამეგრელოში” (2009 წ.). მისი წიგნი „ფორმა N100” 2014 წელს გახდა პრემია „საბას” გამარჯვებული წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ღონისძიებას მოდერატორობას ზუგდიდელი პოეტი, ტელეკომპანია „ოდიშის“ ლიტერატურული  გადაცემა „თეზისის“  ავტორი და წამყვანი ნიკა ლაშხია უწევდა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...