მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში ჩარჩენილი სტუდენტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოატარეს...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩარჩენილი სტუდენტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოატარეს [Video]

Published on

ოკუპანტებმა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩენილი ქართველი სტუდენტების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვეს. 

ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალება სტუდენტებს მხოლოდ სპეციალური საშვების გაცემის შემდეგ მიეცათ.

50-მდე სტუდენტი, რომელთაც ენგურის ხიდიდან გადმოსვლის ნებართვა მიეცათ, განმუხურში მდებარე საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

სტუდენტების მშობლები, 10 დღის განმავლობაში სთხოვდნენ აფხაზურ მხარეს, მათი შვილები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოეშვათ. “ფეესბემ” მხოლოდ მას შემდეგ მიიღო საშვების გაცემის გადაწყვეტილება, რაც სტუდენტების მშობლებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს. მანამდე მათ სთავაზობდნენ, სტუდენტებს აფხზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ სწავლა.

აღსანიშნავია, რომ საშვები მხოლოდ სტუდენტებზე გაიცა. სწავლის პერიოდში ისინი ბინებს ქირაობენ, თუმცა მშობლებს არ მიეცათ საშუალება, საკუთარ შვილებს გადმოყოლოდნენ და საცხოვრებელი პირობების მოწყობაში დახმარებოდნენ.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...