მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ საჩინოში ტრაქტორი ამობრუნდა, რასაც შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ საჩინოში ტრაქტორი ამობრუნდა, რასაც შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა [Video]

Published on

წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა და ხალხი ქვეშ მოიყოლა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, თხილით დატვირთული ტრაქტორი ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც მას საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა.

უბედურ შემთხვევას და-ძმა მოლაშხიები სასწაულებრივად გადაურჩნენ. არსებული ინფორმაციით, ფიფიას ნაკვეთში თხილნარში სამუშაოდ ტრაქტორზე იჯდა რვა პირი, უმრავლესობა ქალები და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ლუკა მოლაშხია. რა დროსაც ტრაქტორი ამობრუნდა და რამდენიმე ადამიანი ქვეშ მოჰყვა. თხილის პლანტაციაში დაქირავებილებს დღეში 40 ლარა უხდიან.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...