მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს

ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს [Video]

Published on

ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან მგზავრი სამტრედიასთან  ჩამოსვეს. შუახნის მამაკაცი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილმა სასწრაფო სამედიცინო მანქანის ბრიგადამ, კორონავირუსზე გამოკველვისთვის საკარანტინე ზონაში გადაიყვანა.

მამაკაცი კოვიდ-ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის უშუალო კონტაქტი აღმოჩნდა, რომელსაც კოვიდ-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა და რომელმაც 28 აგვისტოს თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.

მგზავრის ჩამოყვანის  გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალგაზრდა მამაკაცის ვაგონში იზოლირება ვერ მოხერხდა. ირკვევა ისიც რომ სავარაუდო კოვიდინფირებულთან გადაადგილებაზე გაფრთხილებული, ზუგდიდი-თბილისის რეისის არცერთი მგზავრი არ იყო. 

როგორც ცნობილი გახდა, ვაგონში მყოფი პირებიდან, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა, მხოლოდ 6 პირის სკონტაქტო ნომერი ჩაიწერეს, ხოლო დანარჩენი მგზავრები ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე გაუშვეს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...