მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვენ [Video]

Published on

“პატრიოტთა ალიანსის”ბანერზე აჭარა ოკუპირებულ რეგიონებთან გაიგივებული, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.რატომ არის “პატრიოტთა ალიანსის” ბანერზე აჭარა ოკუპირებულ რეგიონებთან გაიგივებული, რას ნიშნავს მათი რუსული რიტორიკა, ვიზიტები ოკუპირებულ აფხაზეთში და პუტინის პოლიტიკის ღიად პროპაგანდა. ოპოზიციაში თვლიან, რომ პატრიოტთა ალიანსი  მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში პრორუსული იდეების გატარებას, მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიები პრორუსული პარტიის საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. ამის შესახებ სტარტეგია აღმაშნებლის პარტიის ლიდერებმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

“პატრიოტთა ალიანსი” რომ რუსეთიდანაა მართული და საქართველოში პუტინის იდეოლოგიის გამტარებელია, ამაზე თანხმდებიან ანალიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიაჩნიათ, რომ პრორუსული პარტიის მოღალატეობრივი ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და პროკურატურა ალიანსის დაფინანსების წყაროებითაც უნდა დაინტერესდეს. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებით, საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ პარტია არა მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას, არამედ მისი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხიც დადგეს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...