მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს [Video]

Published on

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს. წუხელ მესტიიდან რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს. შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ხუთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 230 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის 75 მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო გაგზავნილი. ტესტირება ჩატარდა რისკ ჯგუფების მიხედვით და  გამოიკვლიეს: ცხელების ცენტრების 23 პაციენტი( მათ შორის ექვსი პაციენტი ლენჯერის კლასტერიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ ერთი პაციენტი იგივე კლასტერიდან შუალედურად გაიტესტა), სამედიცინო პერსონალის 61 წარმომადგენელი, მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფი 29 პირი, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ორი, თვითიზოლაციიდან 36, მათ შორის 27 მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გამოკვლეულთა შორის იყო 46 შსს-ს თანამშრომელი, სამი მძღოლი, დიალიზზე მყოფი ათი პირი და ეპიდკერაში მყოფი 20 ადამიანი.

ყველა  პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...