მთავარისიახლეებიმსოფლიო„ლაურამ“ კარიბის კუნძულებზე 24 ადამიანი იმსხვერპლა. ტროპიკული შტორმი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება

„ლაურამ“ კარიბის კუნძულებზე 24 ადამიანი იმსხვერპლა. ტროპიკული შტორმი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება

Published on

კარიბის ზღვის კუნძულებზე ტროპიკული შტორმი მძვინვარებს „ლაურას“ 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ათასობით სახლი და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც შტორმს სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა.

დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიში შტორმმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა, რომელსაც მთებიდან ჩამოშლილი ლოდები მოჰქონდა, დედაქალაქის ქუჩები და გზები დატბორა.

198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ.

ამჟამად ციკლონი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპირო დასახლებებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...