მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია მუშაობს და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია მუშაობს და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის[Video]

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერი გადაუღებელი წვიმის გამო, არხმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია.

მაზანდარას უბანში დაიტბორა ეზოები, თხილნარი, სიმინდის ყანები.შიდა ქუჩები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა. უხვმა ნალექმა დააზიანა ხიდ-ბოგირების ნაწილი და ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები. მოსახლეობის ნაწილს დაეტბორა საყანე ფართობი და თხილნარი.განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ მაზანდარაში.ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის მთავარი წყარო, ასობით კილოგრამი თხილი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. წალენჯიხის მოსახლეობა   ხელისუფლებისგან  დახმარებას ითხოვს. ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალს ითვლის.

სიახლეები

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის...