მთავარისიახლეებიკონფლიქტებიარანაირი მოლაპარაკებები არავისთან არ გაგვიმართავს. თარხან-მოურავმა და ინაშვილმა ილორის ტაძარს ხატი გადასცეს...

არანაირი მოლაპარაკებები არავისთან არ გაგვიმართავს. თარხან-მოურავმა და ინაშვილმა ილორის ტაძარს ხატი გადასცეს და უკან დაბრუნდნენ – ასლან ბჟანიას თანაშემწის, ლაშა საქანიას განცხადება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზინდეტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საქანია აფხაზეთში ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

საქანიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები აფხაზეთის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად ჩავიდნენ და მათთან პოლიტიკური მოლაპარაკებები არ გამართულა. 

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრ აგრბას, რომელსაც ვთხოვე, გამყოლოდა არანაირი მოლაპარაკებები არავისთან არ გაგვიმართავს. ეს იყო ღრმად ჰუმანიტარული მისია, რომლის შესახებაც ჩემმა რუსმა მეგობრებმა მომმართეს თხოვნით. შეხვედრას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური ასპექტი ან შედეგი, ხატის გადმოცემის შემდეგ, მათ ილოცეს და ამით ვიზიტი დასრულდა”, – ნათქვამია საქანიას განცხადებაში. 

საქანიას თქმით, ლაპარაკია ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც თარხან-მოურავმა და ინაშვილმა ილორის ტაძარს გადასცეს. საქანიას ცნობით, დავით თარხან-მოურავმა ხატის გადაცემაში დახმარების თხოვნით თავის მეგობრებს მიმართა მოსკოვში და სწორედ მათი შუამავლობით განხორციელდა. 

აქვე საქანია ამატებს, რომ დარწმუნებულია, რომ ხატის გადაცემა “ღვთივსათნო და კეთილშობილი საქმეა.” 

თარხან-მოურავისა და ინაშვილის აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. თემები:

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...