მთავარისიახლეებიმსოფლიო“დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

“დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

Published on

დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „დემოკრატიული პარტიის“ 4-დღიანი ყრილობის ფარგლებში, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურ რეჟიმში იმართება, ქვეყნის სხვადასხვა ადგილში მყოფმა დელეგატებმა ბაიდენის კანდიდატად წარდგენას კენჭი დისტანციურად უყარეს.

ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მთელი სამყაროს ტოლფასი იყო.

„ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი გულის სიღრმიდან. ეს მხარდაჭერა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მთელს სამყაროს ნიშნავს,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...