მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მორიგი რეგიონული შეხვედრა გამართა

ზუგდიდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მორიგი რეგიონული შეხვედრა გამართა [Video]

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ქალაქ ზუგდიდში ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“-ში გაიმართა  გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა – ლონდა თოლორაიამ გახსნა.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება.

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. ამასთანავე, შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის“ პროექტთან თანამშრომლობით გაიმართა.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...