თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია – მიხეილ რამიშვილი

0
418

ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. უწყებიდან გამოსული ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში, ყველა სოციალური ქსელის მიმოწერა წაშლილია და ლოკაცია არ იძებნება.

მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

“ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ბოლო ჩატი What”s up-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი. საჭიროება უკვე ნამდვილად არის რომ FBI-დან, Google-დან, facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ რასთანაა დაკავშირებული. დადგინდება ვის მიერ არის შესრულებული ის პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ასევე გამოიკითხა ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე. კითხვები გამოძიებას მის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით ჰქონდა.

“სულ ორი კითხვა ჰქონდა გამოძიებას ჩემთან. პირველი – საიდან და როგორ მოვიპოვე ის მტკიცებულება, რომელიც გამოვაქვეყნე ჩემს სოციალურ ქსელში, რაზეც ვუთხარი, რომ ვერ დავასახელებდი იმ ადამიანს, ვინც კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადმომცა. მეორე – რა სახის ურთიერთობა მაქვს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებთან,” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

წინა სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სვანეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გადაიყვანეს, მათგან 4 ბავშვია
შემდეგი სტატია13 წლის ილია ფილფანს 26-ე დღეა ეძებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური