საქართველოში კორონავირუსისგან 44 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
447

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 141 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური