მთავარისიახლეებისაქართველოს ხელისუფლება იქცა კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად, რომელიც ანადგურებს ამერიკულ ინვესტიციებს - ფრონტერა მორიგ...

საქართველოს ხელისუფლება იქცა კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად, რომელიც ანადგურებს ამერიკულ ინვესტიციებს – ფრონტერა მორიგ განცხადებას ავრცელებს

Published on

ამერიკული კომპანია “ფრონტერა”, რომელიც მრავალი წელია საქართველოში ოპერირებს და ასობით მილიონი აქვს დაბანდებული საქართველოში ნავთობის და გაზის მომპოვებით სექტორში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ დაბრაკოლებებს აწყდება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის ჩათვლით. კომპანიამ დღეს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ერთჯერადი “მწირი დახმარება მიეცემა პირებს, რომლებიც თითქოს კომპანია ფრონტერას თანამშრომლები არიან”. კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებას და მას დეზინფორმაციას უწოდებს

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუ ხელისუფლება მართლა დარდობს კომპანიის თანამშრომლებზე, მას არ უნდა დაეხარჯა 40 მილიონი ლარი საარბიტრაჟო სასამართლოში კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის წარუმატებელ მცდელობაზე”. აქვე საუბარია იმაზე, რომ თუ მაინც მოუწევს “ფრონტერას” საქართველოში საქმიანობის შეწყვეტა, ეს მრავალი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს კახეთსა და თბილისში.

კომპანია დღევანდელ განცხადებაში ასევე ეხმიანება 2008 წლის ომს, რომლის შემდეგაც მან 20 მილიონი დოლარი დააბანდა საქართველოში ენერგო რესურსების მოპოვებაში. კომპანიისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე, საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან გადახვევა და “კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად გარდაქმნა, რომელიც ანადგურებს ამერიკულ ინვესტიციებს”.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ “შეწყვიტა დემოკრატიული რეფორმები და ამერიკულ ინვესტიციებზე მეტად ხელს უწყობს რუსულ, ირანულ და ჩინურ ინვესტიციებს”

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...