მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ლაპარაკობს წარსულის შეცდომებზე? ,,გახარიას განცხადება ოპონენტებზე ბინძური თავდასხმაა'' - ამბობს გიგა...

ვინ ლაპარაკობს წარსულის შეცდომებზე? ,,გახარიას განცხადება ოპონენტებზე ბინძური თავდასხმაა” – ამბობს გიგა ბოკერია

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აგვისტოს ომზე საქართველოს პრემიერინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანობის გზავნილი ჰქონდეს, გახარიას განცხადება ოპონენტებზე ბინძური თავდასხმაა.

“გახარიას ეს განცხადება, ისევე, როგორც ივანიშვილის კლოუნების სხვა განცხადებები, არის აბსოლუტურად არაორაზროვანი და სამარცხვინო მცდელობა. ასეთ მძიმე დღეს იმის მაგივრად, რომ პირველ რიგში ხელისუფლებისგან იყოს საერთო მტრის წინააღმდეგ საზოგადოების და, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის გზავნილი, ამ დღესაც კი ბინძური, სულელური და ცილისმწამებლური თავდასხმაა პოლიტიკურ ოპონენტებზე და იმის ვერ გაგება, რომ ამით საკუთარ ქვეყანას ურტყამ. 

იმის ნაცვლად, რომ ლაპარაკობდეს, რომ უკვე 12 წელი გავიდა და გრძელდება ეს აგრესია, ლაპარაკობს, რომ ჩვენ წინა ხელისუფლებასავით არ მოვიქცევით და ამით თავის ქვეყანას აბრალებს, ანუ, შენი ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებში იყო პრობლემა და არა მტერში”. – ამბობს ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

პრემიერმინისტრმა გახარიამ გუშინ, 7 აგვისტოს თქვა, რომ “ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.” 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...